ძარიამ გაიტანა, „ვალეტა“ ლიდერთა შორისაა (ვიდეო)
ძარიამ გაიტანა, „ვალეტა“ ლიდერთა შორისაა (ვიდეო)

ირაკლი ძარიამ გოლი გაიტანა და „ვალეტას“ მორიგი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. 30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავი მალტის ჩემპიონატის მე-11 ტურში გამოიჩინა.

ძარიას გუნდი „მოსტას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 0:4. ქართველი ნახევარმცველი ლავალეტელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, 24-ე წუთზე კი ანგარიში გახსნა.

11 ტურის შემდეგ „ვალეტას“ 21 ქულა აქვს, ლიდერ „ფლორიანას“ 4 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა. ირაკლი ძარიამ კი 7 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი მეორედ აიღო.