უსაინ ბოლტს პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა [ვიდეო]
უსაინ ბოლტს პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა [ვიდეო]

მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, სპრინტერ უსაინ ბოლტს პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა. ლეგენდარულმა იამაიკელმა ავსტრალიური „სენტრალ კოსტ მარინერსის“ რიგებში პირველი მატჩი ითამაშა. ეს მოხდა ამხანაგურ მატჩში „სენტრალ კოსტ სელექტის“ წინააღმდეგ.

შეხვედრა 6:1 „მარინერსმა“ მოიგო. ბოლტი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა მოედანზე და ჯამში 19 წუთი ითამაშა. ერთ-ერთ მომენტში, უსაინს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცა, მაგრამ ბურთს ვერ მიუსწრო.
იამაიკელის დებიუტს 9958 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

32 წლის ბოლტმა ავსტრალიურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის პირობების მიხედვით, გუნდთან ერთად ივარჯიშებს. მძლეოსანთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების გადაწყვეტილებას კლუბის ბოსები რვაკვირიანი საწვრთნელი პერიოდის შემდეგ მიიღებენ.

 

 

დატოვე კომენტარი