უსაფრთხოების თანამშრომელთა გაფიცვის გამო, გერმანიის შვიდი აეროპორტი შეფერხებით იმუშავებს
უსაფრთხოების თანამშრომელთა გაფიცვის გამო, გერმანიის შვიდი აეროპორტი შეფერხებით იმუშავებს

გერმანიის შვიდი აეროპორტი ხვალ შეფერხებით იმუშავებს. ამის მიზეზი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელთა გაფიცვაა. აქცია ღამის 12:00 საათზე დაიწყება ჰამბურგში, ჰანოვერსა და ბრემენში.

ფრანკფურტის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ღამის 02:00 საათიდან გაიფიცებიან. აქცია 15 იანვარის 20:00 საათამდე გაგრძელდება. ასევე, გაფიცვა გაიმართება დრეზდენის, მიუნჰენის, ლაიპციგის, ჰალესა და ერფურტის აეროპორტებში.

გერმანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გაფიცვა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება და 200 000-ზე მეტ მგზავრს შეეხება, გაუქმდება ასობით რეისი.

მხოლოდ ფრანკფურტის აეროპორტში დაგეგმილი 1200 ფრენიდან 570 ვერ შესრულდება. ფრანკფურტში გაფიცვას 5000 თანამშრომელი უერთდება.

გერმანიის შვიდ აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის სულ 23 000 თანამშრომელი გაიფიცება. პროფკავშირები დასაქმებულთა საათობრივი ანაზღაურების 20 ევრომდე გაზრდას მოითხოვენ.