ურუგვაიში მილიარდი დოლარის ღირებულების, 4,4 ტონა კოკაინი ამოიღეს
ურუგვაიში მილიარდი დოლარის ღირებულების, 4,4 ტონა კოკაინი ამოიღეს

ურუგვაიში რეკორდულად დიდი რაოდენობის, 4,4 ტონა კოკაინი ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მასშტაბური ოპერაცია საპორტო ქალაქ მონტევიდეოში ჩატარდა. მასში საბაჟო სამსახურის და ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

როგორც „ბიბისის“ იტყობინება, ნარკოტიკული ნივთიერება სოისთვის განკუთვნილ ტომრებში, ოთხ კონტეინერში იყო გადანაწილებული. ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების კოკაინი აფრიკაში გადასატანად იყო გამზადებული.

ურუგვაი ნარკომოვაჭრეებისთვის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენს. ოკეანის საშუალებით ნარკოტკული საშუალებები აფრიკასა და ევროპაში გადააქვთ. ურუგვაის ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ, ასევე მონტევიდეოში ჩატარებული მორიგი მასშტაბური ოპერაციის დროს 3 ტონა კოკაინი ამოიღო