ურუგვაიში კავანის მხარდაჭერის ახალი ხერხი იპოვეს
ურუგვაიში კავანის მხარდაჭერის ახალი ხერხი იპოვეს

უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს მხარდაჭერას ედინსონ კავანის მიმართ, რომლის ინსტაგრამ პოსტი ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ რასობრივ დისკრიმინაციად შეაფასა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 100 000 ფუნტი სტერლინგი ჯარიმა დაეკისრა, რასაც ურუგვაიში სერიოზული პროტესტი მოჰყვა.

გულშემატკივრები, პროფესიონალი ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაცია კავანისთვის სასჯელის გაუქმებას ითხოვენ და სხვადასხვა ფორმით ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებენ.

ბოლო დღეებში ურუგვაიში „ძალიან პოპულარული“ გახდა შავი ღვინო, რომელიც სპეციალურად კავანის მხარდასაჭერად ჩამოისხა მას grasias Negrito დაარქვეს.