დიეგო ალონსო ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – იუწყება ურგვაის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური.
კონტრაქტის დეტალებს ორგანიზაცია, ჯერჯერობით, არ ახმაურებს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 46 წლის სპეციალისტმა ოსკარ ტაბარესი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო, ეროვნული გუნდიდან ნოემბერში გაუშვეს.
დიეგო ალონსო ბოლოს „ინტერ მაიამის“ წვრთნიდა და კლუბი გასული წლის იანვარში დატოვა.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურუგვაი ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.