20 ივნისი. როსტოვი. სტადიონი “როსტოვ-არენა”. დასაწყისი – 19:00
მსაჯი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი)
ურუგვაიმ და საუდის არაბეთმა ვერ დატოვეს კარგი შთაბეჭდილება პირველ ტურში.
საუდის არაბეთმა დიდი ანგარიშით წააგო რუსეთთან და გაშვებული გოლებით პირველი ტურის ყველაზე ცუდი გუნდი გახდა.
ურუგვაიმ შეძლო სამი ქულის აღება ეგვიპტესთან მატჩში, მაგრამ ძალიან არადამაჯერებელი თამაში აჩვენა, ბევრი მომენტი გაანიავა და მხოლოდ მატჩის მიწურულს, ხიმენესის გოლით შეძლო სამი ქულის აღება. მეორე ტურის მატჩში სუარესსა და მის პარტნიორებს რეაბილიტაცია მართებთ, რაც უფრო დამაჯერებელ გამარჯვებაში უნდა გამოიხატოს. მით უმეტეს, რომ საუდის არაბეთის დამარცხება, ურუგვაის ვადაზე ადრე გაიყვანს პლეი ოფში.
პირველი ტურის მატჩები
ეგვიპტე-ურუგვაი 0:1
გოლი: 0:1 ხიმენესი (89)
რუსეთი-საუდის არაბეთი 5:0
გოლები: 1:0 გაზინსკი (12), 2:0 ჩერიშევი (43), 3:0 ძიუბა (71), 4:0 ჩერიშევი (90+1), 5:0 გოლოვინი (90+4)
ახალი ამბები
ურუგვაის რიგებში ტრავმირებულები არ არიან, მაგრამ შემადგენლობაში ცვლილებები შესაძლებელია. ფლანგებზე, შესაძლოა, კარლოს სანჩესი და კრისტიან როდრიგესი დადგნენ ნანდესისა და დე არასკაეტას ნაცვლად.
ხუან ანტონიო პიცი, სავარაუდოდ, მეკარეს შეცვლის – ალ მაიუფის ნაცვლად ალ ოვაისს დააყენებს. ასევე შეიცვლება ფორვარდი ალ საჰლავი.
ურთიერთშეხვედრები
გუნდებმა ორჯერ ითამაშეს ერთმანეთში ამხანაგური მატჩები და საუდის არაბეთს დადებითი ბალანსი აქვს – 1 მოგება და 1 ფრე.
საინტერესო ფაქტები
– ლუის სუარესი მე-100 მატჩს ჩაატარებს ნაკრებში.
– ურუგვაის ზედიზედ ორი მატჩი ჩემპიონატის სტარტზე 1954 წლის შემდეგ არ მოუგია.
– ურუგვაის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 9 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს (+5=3), ბოლო 6 მატჩში კი 5 მოიგო.
– ურუგვაის ბოლო სამი მატჩი მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატებზე აზიურ გუნდებთან.
– საუდის არაბეთი მე-15 მატჩს თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე და პირველად ხვდება სამხრეთამერიკულ გუნდს.
– საუდის არაბეთს 24-წლიანი და 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე (+2-9).
– საუდის არაბეთმა მსოფლიოს ჩემპიონატების ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ერთხელ შეინახა კარი “მშრალად” და 37 გოლი გაუშვა.
– საუდის არაბეთმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბოლო 10 მატჩში რვაჯერ ვერ გაიტანა.
რა თქვეს მწვრთნელებმა
ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი):
“საუდის არაბეთთან მატჩი რთული იქნება: ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალიან იმედგაცრუებულნი არიან რუსეთთან დიდი ანგარიშით წაგების გამო. ჩვენ შევეცდებით გამოვიყენოთ მათი ემოციური მდგომარეობა”.
ხუან ანტონიო პიცი (საუდის არაბეთი):
“შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია და მოვიგოთ მატჩი. საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ვართ. გვინდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე თამაში”.
სავარაუდო შემადგენლობები
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა – ვარელა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი – ნანდესი, ვესინო, ბენტანკური, როდრიგესი – სუარესი, კავანი.
საუდის არაბეთი (4-5-1): ალ ოვაისი – ალ ბრეიკი, ჰავსავი, ალ ბულეაჰი, ალ შაჰრანი – ალ დოუსარი, უტაიფი, ალ ფარაჯი, ალ ჯასიმი, ალ შეჰრი – ალ მუვალადი.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!