ურთიერთშეთანხმების საფუძველზე - გოშთელიანმა „თელავი“ დატოვა #1TVSPORT
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე - გოშთელიანმა „თელავი“ დატოვა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ თავდამსხმელს, გურამ გოშთელიანს დაემშვიდობა – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 25 წლის თავდამსხმელს, გურამ გოშთელიანს დაემშვიდობა. ჩვენი საფეხბურთო კლუბი მადლობას უხდის გურამს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

გურამ გოშთელიანმა კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო. ასევე უთამაშია გორის „დილაში“ და ბულგარულ „პირინში“, ხოლო „თელავში“ 2022 წლის დასაწყისიდან თამაშობს და გუნდის ფორმით ეროვნულ ლიგაში 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გურამ გოშთელიანი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების (17, 19, 21-წლამდელი) წევრი და ლიდერი იყო.