ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდნენ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და შარლ მიშელის ვიზიტი თურქეთთან ურთიერთობების განახლების მცდელობას უკავშირდება, რაზეც ევროკავშირის ლიდერები მარტში შეთანხმდნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა ანკარას პოზიციის ცვლილებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და წევრობის კანდიდატ თურქეთს შორის ურთიერთობები კვლავ მყიფეა, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის მხრიდან თურქეთში მცხოვრები სირიელი ლტოლვილებისთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის საკითხი განიხილება.
In Ankara, ready with @vonderleyen to start discussion with @RTErdogan on the future of EU-Turkey relations.
Sustained de-escalation is needed to build a more constructive agenda. pic.twitter.com/pNyQPwUc5m
— Charles Michel (@eucopresident) April 6, 2021