ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროკავშირის გარეშე არ იქნება მიღებული
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროკავშირის გარეშე არ იქნება მიღებული

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ევროკავშირის გარეშე. მისი თქმით, ევროკავშირი ყოველმხრივ არის ჩართული უკრაინის მხარდაჭერის საკითხში.

ამის შესახებ განცხადება ვონ დერ ლაიენმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე გააკეთა, რომელიც საფრანგეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებასთან დაკავშირებით გაიმართა. პრესკონფერენციაზე ევროკავშირის და საფრანგეთის პრეზიდენტები რუსეთთან დიალოგისა და უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის სამეზობლოში დაძაბული ვითარებაა, რაც მისი თქმით, დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო ზეწოლასთან უკრაინაზე და მოსკოვის მცდელობაზე, დააშინოს მოლდოვა.

მისივე თქმით, ევროპას სჭირდება უსაფრთხოების ერთიანი არქიტექტურის მშენებლობა, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

თავსი მხრივ, როგორც პრესკონფენციაზე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, საფრანგეთი გააგრძელებს კონტაქტს რუსეთთან და ევროკავშირმაც უნდა შეინარჩუნოს ასეთი დიალოგი, რაც „არ ნიშნავს რუსეთის პოზიციასთან შეთანხმებას“. მაკრონის თქმით, რუსეთთან საჭიროა გულწრფელი, კოორდინირებული და მომთხოვნი დიალოგი.

დატოვე კომენტარი