ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში ომი არის შეხსენება, რომ საჭიროა თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში ომი არის შეხსენება, რომ საჭიროა თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცება

უკრაინაში ომი არის შეხსენება, რომ საჭიროა თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სამიტის მეორე დღის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე მიესალმა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას, გააკეთონ განაცხადი ნატო-ში შესვლაზე.

„ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა დადეს პირობა, რომ თავდაცვის სფეროში დამატებით 200 მილიარდ ევროს დახარჯავენ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ დაფინანსებიდან მაქსიმალურად ღირებული შედეგი მივიღოთ. ჩვენ, ყველამ ვიცით გამოწვევები, რომელებიც არსებობს ევროპაში. ერთი მხრივ, ეს არის წარსულში ინვესტიციების დანაკლისი, რაც უნდა აღმოვფხვრათ. თუმცა, უფრო დიდი გამოწვევა არის ფრაგმენტაცია, რომელიც არსებობს ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიაში, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.