ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპსა და ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა – „უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა უკრაინისთვის უსაფრთხოების სანდო გარანტიებით, რომელიც ქვეყანას ფოლადივით მტკიცედ აქცევს“
კიევზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მივიდეს.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინისთვის, უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიებით, რომელიც ქვეყანას ფოლადივით მტკიცედ აქცევს. ევროპა სრულად შეასრულებს თავის როლს. ჩვენი თავდაცვის ინსტრუმენტი „სეიფი“ მნიშვნელოვანი იქნება მამაცი უკრაინული შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
Just spoke with President @ZelenskyyUa, then @POTUS Donald Trump, following the massive strike on Kyiv which also hit our EU offices.
Putin must come to the negotiating table.
We must secure a just and lasting peace for Ukraine with firm and credible security guarantees that…
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 28, 2025