ურსულა ფონ დერ ლაიენი - სი ძინპინი მზადყოფნას გამოთქვამს ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ
სი ძინპინი მზადყოფნას გამოთქვამს ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოვუწოდე პრეზიდენტ სი ძინპინს, მიემართა პრეზიდენტ ზელენსკითვის. საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ პრეზიდენტმა სი ძინპინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის მზადყოფნა დიალოგისთვის, როდესაც ამისთვის შესაფერისი პირობები და დრო იქნება. ვფიქრობ, ეს დადებითი ელემენტია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მათ ჩინეთის პრემიერ-მინისტრთანაც ისაუბრეს, მოგვიანებით კი ინვესტორებთან შეხვედრას გეგმავენ.