ურსულა ფონ დერ ლაიენი - საქართველოს ძლიერი ეკონომიკა აქვს, დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი, საჭიროა რამდენიმე რეფორმა პოლიტიკური ერთიანობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია

ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის გახლავთ უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ეს არის ძლიერი სტიმული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველომ მიიღო პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიერთებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„პირველად ხდება, რომ მიღწეულია ეს ეტაპი, თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაქვთ, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი, ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია – პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებისა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით, შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.