ურსულა ფონ დერ ლაიენი – საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრებთან გასამკლავებლად რუმინეთმა და საბერძნეთმა გადაწყვიტეს, დაზარალებული რეგიონების მხარდაჭერა განაგრძონ, შაბათიდან მათ პოლონეთიც შეუერთდება

23:40, 29.07.2026

საფრანგეთმა და ესპანეთმა ხანძრებთან გასამკლავებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მნიშვნელოვანი დახმარება მიიღეს, მათ შორის საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო ტექნიკა და პერსონალი. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუმინეთმა და საბერძნეთმა ორივე ქვეყანაში მიმდინარე მისიების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.

მისივე თქმით, კვირის ბოლოს დაზარალებულ ქვეყნებს დამატებით დახმარებას პოლონეთიც გაუწევს.

„საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრები კვლავ გრძელდება, თუმცა ევროპულ სოლიდარობას საზღვარი არ აქვს. რუმინეთმა და საბერძნეთმა გადაწყვიტეს, თავიანთი მისიები გაახანგრძლივონ და დაზარალებული რეგიონების მხარდაჭერა განაგრძონ. შაბათიდან მათ პოლონეთიც შეუერთდება. მადლობა თქვენი გამბედაობისა და თავდადებისთვის“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

მსგავსი