ურსულა ფონ დერ ლაიენი - ნიკოლ ფაშინიანთან ძალიან შინაარსიანი საუბარი გვქონდა, სომხეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია
ნიკოლ ფაშინიანთან ძალიან შინაარსიანი საუბარი გვქონდა, სომხეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ძალიან შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ჩვენ მივულოცეთ სომხეთს ვაშინგტონში, აზერბაიჯანთან მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა შეუწყო ხელი. ეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯია. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა. სომხეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის მეშვეობით, ჩვენ გავაძლიერებთ რეგიონულ კავშირს – რომელიც მოიცავს ვაჭრობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და ციფრულ სფეროებს. მოუთმენლად ველოდებით 2026 წლის პირველ ნახევარში ერევანში დაგეგმილ ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს“,- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.