ურსულა ფონ დერ ლაიენი – მივესალმები აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეესკალაციისკენ
მივესალმები აშშ-სა და ირანს შორის გასულ ღამეს მიღწეულ შეთანხმებას, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტის მიზნით მოლაპარაკებები გაგრძელდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა მადლობა გადაუხადა პაკისტანს შუამავლობისთვის.
„მივესალმები აშშ-სა და ირანს შორის გასულ ღამეს მიღწეულ ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტის შეთანხმებას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეესკალაციისკენ. მადლობას ვუხდი პაკისტანს შუამავლობისთვის. ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ამ კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტის მიზნით მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
I welcome the two-week ceasefire the US and Iran agreed last night. It brings much-needed de-escalation.
I thank Pakistan for its mediation.
Now it is crucial that negotiations for an enduring solution to this conflict continue.
We will continue coordinating with our partners…
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 8, 2026