ურსულა ფონ დერ ლაიენი – კარგი საუბარი მქონდა ზელენსკისთან, მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, რათა გააძლიეროს მისი პოზიცია მოლაპარაკებებისას
კარგი საუბარი მქონდა უკრაინის პრეზიდეტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპა უკრაინის გვერდით იქნება და ხელს შეუწყობს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას.
„მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, რათა გააძლიეროს მისი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან და ხელი შეუწყოს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
I had a good call with President @ZelenskyyUa today.
I welcome and support the 30-day ceasefire.
Europe will remain by Ukraine’s side, with the aim to strengthen its hand at the negotiating table, and help bring about a just, lasting and comprehensive peace.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 8, 2025