ურსულა ფონ დერ ლაიენი – ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ევროკავშირი გლოვობს თავდასხმების დროს დაღუპულ ადამიანებს და დგას ისრაელის გვერდით
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, – ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი საკუთარ „ტვიტერზე” წერს.
„მე ვესაუბრე ჩემს მეგობარს, ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს. მე მას სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. ევროკავშირი გლოვობს ამ თავდასხმების დროს დაღუპულ ადამიანებს, დგას ისრაელის გვერდით და იდგება მომდევნო კვირებშიც”,- წერს ფონ დერ ლაიენი.
I spoke to my friend President @Isaac_Herzog and conveyed to him my full support to Israel in the face of today’s terrorist attack by Hamas.
I reiterate that Israel has the right to self-defence.
The EU mourns the victims of these senseless attacks and stands by Israel today…
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) October 7, 2023