ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღრმად ვარ დარწმუნებული, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფონზე, აძლიერებს ევროკავშირს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღრმად ვარ დარწმუნებული, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფონზე, აძლიერებს ევროკავშირს

ეს არის განმსაზღვრელი მომენტი და ძალიან კარგი დღე ევროპისთვის. მილოცვას ვუგზავნი პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს, სამივე ქვეყანა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი, არასდროს არ გვქონია ამასთან ეჭვი და დღეს ამას ადასტურებს ლიდერების ისტორიული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე საშინაო დავალება უნდა შეასრულონ.

„სამივე ქვეყანა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი, არასდროს არ გვქონია ამასთან ეჭვი და დღეს ამას ადასტურებს ლიდერების ისტორიული გადაწყვეტილება, იგი აძლევს პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანებისა და გვაძლევს გზას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ამაზე უკეთესი ნიშანი ენთუზიაზმისა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოსახლეობისთვის ამ რთულ დროს. რა თქმა უნდა, საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას. ძალიან აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ შეასრულონ საჭირო რეფორმები. არა იმიტომ, რომ მათ მოეთხოვებათ ევროპისკენ მიერთების გზაზე წინ სიარული, იმიტომ, რომ პირველ რიგში ეს რეფორმები არის კარგი ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, იგი აძლიერებს კონკურენტუნარიანობას სამივე ქვეყნისა და საბოლოოდ ეს არის ძალიან კარგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, გვაძლიერებს ყველას, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფნზე და აძლიერებს ევროკავშირს, რადგან კიდევ ერთხელ ანახებს მსოფლიოს, რომ ევროკავშირი არის გაერთიანებული და ძლიერი გარე საფრთხის პირისპირ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.