ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები ახლა ნეგატიურად ვითარდება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები ახლა ნეგატიურად ვითარდება

ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები ახლა ნეგატიურად ვითარდება. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

რეპორტიორმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ჰკითხა ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობებზე, ასევე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც 16 ივნისს ჟენევაშია დაგეგმილი.

„ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები ახლა ნეგატიურად ვითარდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ბოლო წლებში. ჩვენ გვინდა, რომ ეს უერთიერთობები უფრო პროგნოზირებადი იყოს. ამისთვის კი არსებობს სამი გზა. ევროკავშირი მკაფიოდ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთს, როდესაც საქმე ეხება საერთშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების დარღვევებს. ჩვენ შევაკავებთ რუსეთის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირს. მაგრამ ამავე დროს, ვითანამშრომლებთ, როგორც ეს შესაძლებელია. მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში და ადამიანებს შორის კონტაქტების საკითხზე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.