ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი მზად არ არის, კორონავირუსის ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს გაუნაწილოს
ევროკავშირი მზად არ არის, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს გაუნაწილოს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ბლოკის გარეთ ვაქცინების გატანა იმ დრომდე არ მოხდება, ვიდრე ევროკავშირის ტერიტორიაზე უკეთესი წარმოება არ იქნება.
ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „კოვაქსის“ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების ხელმისაწვდომობას.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის მწარმოებლებმა მსოფლიოს 33 ქვეყანაში 41 მილიონი დოზა ვაქცინა გაიტანეს, რის გამოც ევროკავშირი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია.