ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი იძულებულია, იყიდოს ნავთობი რუსეთიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი მყიდველებს სხვა ბაზრებზე იპოვის და უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი იძულებულია, იყიდოს ნავთობი რუსეთიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი მყიდველებს სხვა ბაზრებზე იპოვის და უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს

ევროკავშირი იძულებულია, იყიდოს ნავთობი რუსეთიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი პუტინი ენერგოპროდუქტების მყიდველებს სხვა ბაზრებზე იპოვის და კიდევ უფრო მეტ თანხებს გამოიმუშავებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტელეკომპანია MSNBC-სთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი, რომ ჩვენს ეკონომიკას დიდი ზიანი არ მივაყენოთ. თუ ჩვენ დღეიდან რუსულ ნავთობზე სრულად ვიტყვით უარს, მაშინ პუტინი სავარაუდოდ, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და მეტს გამოიმუშავებს. ეს მის საომარ სახსრებს შეავსებს. ასე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან სტრატეგიული ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.