ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ დროს
ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ დროს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე შევხვდი პრეზიდენტს ზურაბიშვილს მიმდინარე კრიზისის განსახილველად. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ დროს. ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
I met 🇬🇪 President @Zourabichvili_S to discuss the current crisis.
The EU stands by Georgia and supports its sovereignty and resilience in these difficult times.
We are ready to step up our cooperation, including on cyber security, strategic communication and hybrid threats. pic.twitter.com/wAUvaZv03Y
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 1, 2022