ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი კიევში გაემგზავრნენ

12:20, 08.04.2022

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კიევში გაემგზავრნენ.

ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დედაქალაქში პოლონეთიდან მატარებლით ჩავლენ. მათ თან ახლავთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი.

კიევში დაგეგმილი აქვთ მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

მსგავსი