ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავენ - დარწმუნებული ვართ, პაპი ლეო XIV გამოიყენებს თავის ხმას გლობალურ ასპარეზზე საერთო ღირებულებების წასახალისებლად
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავენ.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, დარწმუნებული არიან, რომ პაპი ლეო XIV გამოიყენებს თავის ხმას გლობალურ ასპარეზზე საერთო ღირებულებების წასახალისებლად.
„ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ ლეო XIV-ს პაპად არჩევასა და კათოლიკური ეკლესიის მეთაურად დანიშვნას. მილიონობით ევროპელი ყოველდღიურად იღებს შთაგონებას მშვიდობის, ადამიანის ღირსებისა და ერებს შორის ურთიერთგაგების მიმართ. დარწმუნებული ვართ, პაპი ლეო XIV გამოიყენებს თავის ხმას გლობალურ ასპარეზზე ამ საერთო ღირებულებების და ერთიანობის წასახალისებლად უფრო სამართლიანი, თანაგრძნობის მქონე მსოფლიოს მიღწევაში. ევროკავშირი მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს გლობალური გამოწვევების დასაძლევად და სოლიდარობის, პატივისცემისა და სიკეთის სულისკვეთების გასაღვივებლად. ვისურვებდით, რომ პაპ ლეო XIV-ის პონტიფიკატი სიბრძნითა და სიძლიერით იყოს სავსე, რადგან ის უძღვება კათოლიკურ საზოგადოებას და შთააგონებს მსოფლიოს მშვიდობის, დიალოგისადმი თავისი ერთგულებით“, – ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ანტონიუ კოშტას ერთობლივ განცხადებაში.
კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რობერტ ფრანცის პრევოსტს პაპობაში ლეო XIV ეწოდება.