ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენი მიზანია, გაორმაგდეს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის მიწოდება, აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მომარაგების უსაფრთხოებისთვის
ჩვენი მიზანია, რამდენიმე წელიწადში გაორმაგდეს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება, აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მომარაგების უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი ენერგიის უფრო საიმედო მომწოდებლებს მიმართავს.
„დღეს მე ვარ აზერბაიჯანში, რათა ხელი მოვაწერო ახალ შეთანხმებას. ჩვენი მიზანია, რამდენიმე წელიწადში გაორმაგდეს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება. აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მომარაგების უსაფრთხოებისთვის და კლიმატური ნეიტრალიტეტისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
The EU is turning to more reliable energy suppliers.
Today I’m in Azerbaijan to sign a new agreement.
Our goal: double the gas delivery from Azerbaijan to the EU in a few years.
🇦🇿 will be a crucial partner for our security of supply and on our way to climate neutrality. pic.twitter.com/fVHPr921Ui
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) July 18, 2022