ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, პირობას ვდებთ, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოვყოფთ
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, პირობას ვდებთ, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოვყოფთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიურად სჩადის ომის დანაშაულებს. მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

„რუსეთის აგრესიის სისასტიკემ მსოფლიო შოკში ჩააგდო. ეს საკუთარი თვალით ვნახე, როდესაც კიევში ვიმყოფებოდი. ვიყავით ბუჩაში და ვნახეთ საერთო საფლავები, დაჭრილები სახლებსა და საავადმყოფოებში, რომელიც დაბომბეს. საბავშვო ბაღები და სკოლები. ეს საშინელებაა, ომის დანაშაულებია, რომელსაც რუსეთი ყოველდღიურად სჩადის. სწორედ ამიტომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვერ შევედრებით უკრაინელი ხალხის სიმამაცეს და გაღებულ მსხვერპლს, მაგრამ შეგვიძლია, დაგეხმაროთ და თქვნ გვერდით ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ ჩვენი ეკონომიკური ძალით. ერთი მხრივ, არის სანქციები. გუშინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სანქციების მეექვსე პაკეტი და ეს ღრმად აზიანებს რუსულ ეკონომიკას. ეს არის ამოცანა, რომ პუტინმა უნდა გადაიხადოს საფასური ამ აგრესიისთვის.

მეორე არის ეკონომიკური დახმარება. ომის ათი კვირის განმავლობაში ჩვენ გამოვყავით 4 მილიარდის ფინანსურ-ეკონომიკური დახმარება. ჩვენ გავაკეთეთ 3.5 მილიარდის მობილიზება ევროკავშირში მყოფი ლტოლვილებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამი კვირის წინ, ჩვენ უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 1.8 მილიარდის დახმარების პირობა გავეცით. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. პირობას ვდებთ, რომ გამოვყოფთ 200 მილიონ ევროს უკრაინის მოსახლეობისთვის. უკრაინის რეკონსტრუქციას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თუ ჩვენ შევძლებთ, გვქონდეს ასობით მილიარდი დოლარი ევრო და ასევე რეფორმები, ეს არა მხოლოდ ააშენებს თქვენს ქვეყანას, ასევე გზას გაგიხსნით ევროკავშირში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.