ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენ სომხეთს ევროკავშირთან ვაახლოებთ და ამავდროულად ვმუშაობთ მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შექმნაზე
ჩვენ სომხეთს ევროკავშირთან ვაახლოებთ და ამავდროულად ვმუშაობთ მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შექმნაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, 200 მილიონი ევროს ღირებულების დაკავშირებადობის პაკეტის ფარგლებში გზები და ხიდები შენდება.
„ჩვენი ავტონომიური სავაჭრო ზომები ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამჟამად სომხეთის ევროკავშირის ბაზარზე განხორციელებული ექსპორტის 80 პროცენტი უკვე საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალია. ველოდებით, რომ ევროკავშირის კანონმდებლები ამ ზომებს ხვალ საბოლოოდ დაამტკიცებენ და ეს რეკორდულ დროში მოხდება! და ბოლოს, ჩვენ ვაძლიერებთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამრიგად: ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.