ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ საჭიროა, ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული „არავაქცინირებულთა პანდემია“
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ საჭიროა, ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული „არავაქცინირებულთა პანდემია“

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ საჭიროა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული „არავაქცინირებულთა პანდემია“.

აღნიშნულის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70%. ამასთან, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს შორის ვაქცინაციის ტემპს შორის სხვაობა არსებობს.

„მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია, რათა ეს არ იქცეს არავაქცინირებულთა პანდემიად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ევროკავშირი მომავალ წელს მესამე ქვეყნებს ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას გამოუყოფს.

სიტყვით გამოსვლისას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავება დაასახელა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მსოფლიოს ქვეყნებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი გაზრდის ფინანსურ დახმარებას ღარიბი ქვეყნებისთვის, რათა ებრძოლონ კლიმატურ ცვლილებებს.

დატოვე კომენტარი