ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ავღანელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ოთხჯერ გაზრდის
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ავღანელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ოთხჯერ გაზრდის

ევროკავშირი ავღანელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ოთხჯერ გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა.

მისი თქმით, ევროკავშირი ავღანეთსა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ავღანელებისთვის გამიზნული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას 50 მილიონიდან 200 მილიონამდე გაზრდის.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ გამოცხადდება. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ამტკიცებს, აღნიშნულ სახსრებს ევროკავშირი ევროპის ცალკეული ქვეყნების დახმარებასთან ერთად დამატებით გამოყოფს.