ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გვერდით იქნება, რათა მათ ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვიქნებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და სამხრეთ სამეზობლოში ჩვენი პარტნიორების გვერდით, რათა დავეხმაროთ მათ სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის ამუშავებაში“, -აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან განსაკუთრებული ყურადღება დასავლეთ ბალკანეთთან ურთიერთბებს დაუთმო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ეკონომიკური აღდგენის გეგმას წარადგენს.

„ნებისმიერი ძლიერი პარტნიორობის საფუძველი არის ნდობა და ევროპა ყოველთვის მზად არის უახლოეს მეზობლებთან ძლიერი პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.