ურჩევნია სამშობლოში დარჩეს, ვიდრე „ნიუკასლში“ დაბრუნდეს - ბექა დარცმელია ავსტრალიიდან წამოვიდა #1TVSPORT
ურჩევნია სამშობლოში დარჩეს, ვიდრე „ნიუკასლში“ დაბრუნდეს - ბექა დარცმელია ავსტრალიიდან წამოვიდა #1TVSPORT

ბექა დარცმელიამ ავსტრალია დატოვა და საქართველოში დაბრუნდა, – ინფორმაციას „ნიუკასლ ჯეტსის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენი კლუბის სპორტული დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ურთიერთშეთნხმების საფუძველზე კლუბსა და ქართველ ნახევარმცველს, ბექა დარცმელიას შორის სამწლიანი კონტრაქტი შეწყდა. ფეხბურთელი საქართველოში დაბრუნდა და ავსტრალიის A ლიგის კლუბში აღარ ითამაშებს.

ბექა დარცმელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მატჩის ჩასატარებლად სამშობლოში იმყოფებოდა და ურჩევნია, სამშობლოში დარჩეს, ვიდრე „ნიუკასლში“ დაბრუნდეს“, – წერია „ნიუკასლ ჯეტსის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

დარცმელია „ნიუკასლ ჯეტსში“ თბილისის „ლოკომოტივიდან“ 2022 წლის 28 აგვისტოს  გადავიდა. ბექამ ავსტრალიურ კლუბში 18 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

22 წლის ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამაზ სვანაძემ გამოიძახა, 26 მარტს ლატვიასთან მატჩის განაცხადშიც იყო, მაგრამ არ უთამაშია.