უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების გამო, აშშ-ი ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს
უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების გამო, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.
მაიკ პენსმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სავარაუდოდ 24 ივნისს გამოაცხადებს.
პენსმა არც უარყო და არც დაადასტურა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საიდუმლო ოპერაციებზე კომენტარს არ გააკეთებდა.
მაიკ პენსის განცხადებით, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში თავის ჯარებსა და ინტერესებს დაიცავს და არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას.