ლატვია და უკრაინა რუსეთის საზღვართან ახლოს დრონების ერთობლივ საწარმოს ააშენებენ
შეთანხმების ფარგლებში, ლატვია და უკრაინა რუსეთის საზღვართან ახლოს დრონების ერთობლივ საწარმოს ააშენებენ. ამის შესახებ გამოცემა „დელფი“ ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსიზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, ლატვიასა და უკრაინას შორის უპილოტო სისტემების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც ასეთი საწარმო ლატვიისა და რუსეთის საზღვართან ახლოს უნდა აშენდეს.
როგორც ლატვიის პრემიერმა, ანდრის კულბერგსმა აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საწარმო სწორედ საზღვართან ახლოს განთავსდეს. მისივე თქმით, ამ რეგიონს სჭირდება ეკონომიკური აქტივობა, ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები.
კულბერგსმა ასევე განაცხადა, რომ ივლის-აგვისტოში ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან ამოქმედდება ახალი სისტემები, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მათი წყალობით, საჰაერო საფრთხის შემთხვევაში, ავიაციის გამოყენება აღარ იქნება საჭირო.
ცნობისთვის, უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას, ე.წ. Drone Deal-ს ივნისის დასაწყისში ტალინში მოეწერა ხელი, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსს პირველად შეხვდა. ლატვიის პრემიერის თქმით, მისი მიზანია, წლის ბოლომდე ქვეყანა დრონებისგან თავდაცვის შესაძლებლობებით უკრაინის დონეს მიუახლოვდეს.