„უოლ სთრით ჯოურნალი“ - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებაზე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ეხებოდა იმ შეიარაღებასაც, რომელიც უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე იყო
„უოლ სთრით ჯოურნალი“ - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებაზე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ეხებოდა იმ შეიარაღებასაც, რომელიც უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე იყო

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, მათ შორის, ეხებოდა იმ შეიარაღებასაც, რომელიც უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე იყო. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ირკვევა, რომ პოლონეთში გაჩერებული იარაღის პარტია მოიცავდა ოცზე მეტ Patriot PAC-3-ის რაკეტას, ოცზე მეტ Stinger-ის ჰაერის თავდაცვის სისტემას, Hellfire-ის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტებს და 90-ზე მეტი AIM-ის ტიპის ჰაერი-ჰაერი რაკეტას.

პენტაგონში კი განაცხადეს, რომ საუბარი არ არის უკრაინისთვის დახმარების სრულ შეწყვეტაზე, ამის ნაცვლად ტრამპს შესთავაზებენ სამხედრო დახმარების გაგრძელების ვარიანტებს, რომლებიც შეესაბამება აშშ-ის პრეზიდენტის მიზანს ომის დასრულებასთან დაკავშირებით.