„უოლ სთრით ჯორნალი“ – პენტაგონმა მოულოდნელად გააუქმა პოლონეთში ჯავშანსატანკო ბრიგადის განლაგება, ეს ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების გეგმის ნაწილია

12:23, 14.05.2026

პენტაგონმა მოულოდნელად გააუქმა პოლონეთში ჯავშანსატანკო ბრიგადის განლაგება.

როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ეს გადაწყვეტილება ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების გეგმის ნაწილია.

პოლონეთში განლაგება უკვე დაწყებული იყო, თუმცა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პროცესი გააჩერა.

„ბლექ ჯეკის“ სახელით ცნობილი ბრიგადა 4 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს აერთიანებს. ნაწილი მათგანი გზაში იყო, როცა ბრძანება გაუქმდა.

ცნობისთვის, პოლონეთი მზადყოფნას გამოხატავდა, გერმანიიდან გამოყვანილი ამერიკული ჯარი მიეღო.

მსგავსი