„უოლ სთით ჯორნალი“ - დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა აშშ ისრაელს ირანის ბირთვული და სამხედრო პროგრამების წინააღმდეგ თავდასხმებში
„უოლ სთით ჯორნალი“ - დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა აშშ ისრაელს ირანის ბირთვული და სამხედრო პროგრამების წინააღმდეგ თავდასხმებში

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა აშშ ისრაელს ირანის ბირთვული და სამხედრო პროგრამების წინააღმდეგ თავდასხმებში. ამის შესახებ „უოლ სტრით ჯორნალს“ თეთრი სახლის წყაროებმა განუცხადეს.

წყაროების თქმით, სამხედრო შეტევები იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრაზე განიხილა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკა განიხილავს ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმას. ეს ობიექტი ღრმად არის მიწის ქვეშ მოთავსებული. როგორც „ბიბისი“ წერს, მხოლოდ ამერიკას აქვს საკმარისად ძლიერი ბომბი ამ ობიექტის გასანადგურებლად.