United By Music ევროვიზია 2024-ის სლოგანია
United By Music ევროვიზია 2024-ის სლოგანია

ევროვიზია 2024-ის სლოგანია United By Music | „მუსიკით გაერთიანებული“.

აღნიშნული სლოგანი 2023 წლის ევროვიზიის სლოგანიც იყო, რომელიც სამომავლოდ ევროვიზიის ბრენდ-სტრატეგიის ნაწილად იქცევა.

სიმღერის რიგით 68-ე კონკურსი შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება, რომელიც მესამედ მასპინძლობს ევროვიზიას.

შვედეთმა მასპინძლობის უფლება ევროვიზია 2023-ზე გამარჯვებით მოიპოვა, რომელსაც მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tatto წარადგენდა. ამით შვედეთი გამარჯვებების რაოდენობით ევროვიზიის რეკორდსმენი გახდა.

მალმემ ბოლოს ევროვიზიას 2013 წელს უმასპინძლა, პირველად კი – 1992 წელს.

ევროვიზია 2024 „მალმე არენაზე“ 9, 11 და 13 მაისს გაიმართება და, ბოლო მონაცემებით, ჯამში, 35 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. კონკურსს წელს ლუქსემბურგი უბრუნდება, რომელიც ბოლოს ევროვიზიაზე 1993 წელს წარდგა.