UNICEF-ი საფრანგეთის ხელისუფლებას ძალადობის დეესკალაციისა და არასრულწლოვნების დაცვისკენ მოუწოდებს – „თავისუფლად და უსაფრთხოდ დემონსტრაციის უფლება ბავშვებისა და მოზარდების ფუნდამენტური უფლებაა“
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი (UNICEF) საფრანგეთის ხელისუფლებასა და აქტივისტებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ორგანიზაცია საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას არასრულწლოვნები და პატივი სცეს მათ უფლებას, „მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩაატარონ“.
„ახალგაზრდებს აქვთ უფლება, მათ მოუსმინონ, მონაწილეობა მიიღონ მათზე მოქმედი გადაწყვეტილებების მიღებაში და მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩაატარონ. თავისუფლად და უსაფრთხოდ დემონსტრაციის უფლება ბავშვებისა და მოზარდების ფუნდამენტური უფლებაა“, – ნათქვამია გაერო-ს ბავშვთა ფონდის საფრანგეთის ოფისის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ეს უფლება გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა კონვენციით.
ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრაციები პარიზში, ლილში, რენეში, ნანტში, მარსელსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს. მოსწავლეები, სტუდენტები და პროფკავშირები სასწავლო დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.