უნგრული გამოცემა - „ფეჰერვარში“ გიორგი წიტაიშვილს ელიან #1TVSPORT
უნგრული გამოცემა - „ფეჰერვარში“ გიორგი წიტაიშვილს ელიან #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა, „ფეჰერვარის“ მოთამაშე გახდეს – საქართველოს ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ თავდამსხმელზე ინფორმაციას უნგრული გამოცემა nemzetisport ავრცელებს.

„უკრაინის ჩემპიონატის მონაწილე, ოდესის „ჩერნომორეცის“ ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა, „ფეჰერვარში“ გადავიდეს. 21 წლის ახალგაზრდამ საქართველოს ნაკრებში ხუთჯერ ითამაშა. კიევის „დინამოს“ აღზრდილი დაიბადა ისრაელში, მაგრამ ფეხბურთის თამაში უკრაინაში დაიწყო, გახდა წამყვანი ფეხბურთელი ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში და 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო – მან ფინალში სამხრეთ კორეასთან 60 მეტრი ირბინა და მესამე გოლი გაიტანა“, – წერს გამოცემა.

nemzetisport-ის ცნობით, კლუბში ინფორმაციაზე კომენტარი არ ისურვეს:

„სიახლის გასაგებად მივმართეთ „ფეჰერვარს“, პრესსამსახურიდან კი მივიღეთ შემდეგი პასუხი: კლუბი არ აკეთებს კომენტარს სატრანსფერო სიახლეების შესახებ. თუ ფეხბურთელთან კონტრაქტს გავაფორმებთ, ამის შესახებ საჯარო განცხადება გაკეთდება“.

გამოცემა ქართველი თავდამსხმელის მოქალაქეობის ისტორიაზეც წერს:

„წიტაიშვილი უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ანდრეი შევჩენკოს მიწვევას ამაოდ ელოდა, ამიტომ საქართველო აირჩია და ამ შემოდგომაზე ვილი სანიოლის გუნდში გამოჩნდა“.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს წიტაიშვილის დამატება ვლადიმირ ვაისს სურს ბრატისლავას „სლოვანში“, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ.