წიტაიშვილს ვაისი სლოვაკეთის ჩემპიონში იწვევს - „სლოვანი“ მზადაა, 2 მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT
წიტაიშვილს ვაისი სლოვაკეთის ჩემპიონში იწვევს - „სლოვანი“ მზადაა, 2 მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ თავდამსხმელს, გიორგი წიტაიშვილს სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავის „სლოვანში“ გადასვლას სთავაზობს – ინფორმაციას Meta-ratings ავრცელებს.

„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სლოვაკეთის ჩემპიონის – ბრატისლავისსლოვანის“ ყურადღების ცენტრში მოექცა. კიევის „დინამო“ შესაძლოა ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილს დაშორდეს, რომელმაც სეზონის პირველი ნაწილი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გაატარა,“ – წერს Meta-ratings.com.ua.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკება დაწყებულია:

„არსებული ინფორმაციით, სლოვაკური კლუბი ემზადება ახალგაზრდებში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი წიტაიშვილი იჯარით დაიმატოს, შემდეგ კი „დინამოდან“ მის ტრანსფერი გამოისყიდოს, ორი მილიონი ევრომდე თანხა შესთავაზოს. ახლა მხარეები მოლაპარაკების ეტაპზე არიან და თუ სლოვაკური კლუბის წინადადება „დინამოს“ ხელმძღვანელობისთვის მისაღები იქნება, წიტაიშვილი სლოვაკეთის ჩემპიონატში თამაშს შეძლებს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში გიორგი წიტაიშვილმა უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს პასპორტით ჩაანაცვლა. უკრაინის პრემიერლიგის სეზონის პირველ ნაწილში მან „ჩერნომორეცის“ შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე ერთი გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბრატისლავის „სლოვანში“ ზაფხულში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია დაიმატა.