უნგრეთში სტუდენტებმა უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის მოთხოვნით ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს
უნგრეთში სტუდენტებმა უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის მოთხოვნით ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ცოცხალი ჯაჭვი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე გრძელდებოდა.
აქციის მონაწილე სტუდენტების აზრით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ უნივერსიტეტების საბჭოების შემადგენლობაში შეტანილი ცვლილებები ამ დაწესებულებების ავტონომიას ზღუდავს.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ გასულ კვირას, ორბანის ინიციატივით, უნივერსიტეტების არჩეული საბჭოები საკონსულტაციო საბჭოებით ჩაანაცვლეს, რომლებიც ორბანის ახლო მოკავშირეებით არის დაკომპლექტებული.