უნგრეთში მთავრობის კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც მასწავლებლების საჯარო მოხელის სტატუსს აუქმებს და მათ დატვირთვას ზრდის

23:12, 03.05.2023

ბუდაპეშტში მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც მასწავლებლების საჯარო მოხელის სტატუსს აუქმებს და მათ დატვირთვას ზრდის, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. თითქმის 5000-მა მასწავლებელმა განაცხადა, რომ დატოვებს სამსახურს, თუ ეს კანონი ამოქმედდება.

უნგრეთის მთავრობის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

კანონის მიღების შემთხვევაში, პირველი ივნისიდან მასწავლებლების მაქსიმალური დღიური სამუშაო დრო 8-დან 12 საათამდე გაიზრდება, ხოლო ყოველკვირეული სამუშაო დრო – 40-დან 48 საათამდე.

მსგავსი