უნგრეთმა ინგლისს მეორედ მოუგო, იტალიამ გერმანიაში თავი შეირცხვინა – ერთა ლიგა, A დივიზიონი, მე-3 ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* გერმანიამ შეწყვიტა ოთხმატჩიანი ფრეების სერია.
* მანუელ ნოიერმა ნაკრებში 113-ე მატჩი ჩაატარა და გაუთანაბრდა ფილიპ ლამს. ლოთარ მატეუსის რეკორდამდე მას 37 მატჩი აკლია.
* გერმანიამ 1970 წლის შემდეგ პირველად გაუტანა იტალიას სატურნირო მატჩში ერთზე მეტი გოლი.
* იტალიამ 1957 წლის შემდეგ პირველად გაუშვა ერთ მატჩში ხუთი გოლი.
* რობერტო მანჩინიმ ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო შემადგენლობა (24 წელი, 282 დღე) გამოიყვანა ნაკრებში თავისი მუშაობის პერიოდში.
* გერმანიის ნაკრები 13 მატჩია არ მარცხდება.
* ინგლისის ნაკრებმა 1928 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო შინ.
* უნგრეთმა ორჯერ მოუგო ინგლისს მიმდინარე გათამაშებაში ბურთების საერთო სხვაობით – 5:0. მანამდე უნგრელები 1853 წლის შემდეგ ვერ ამარცხებდნენ ინგლისელებს.
* ინგლისმა საკუთარ მოედანზე პირველად გაუშვა საკუთარ კარში ოთხი გოლი ისე, რომ თავად არ გაუტანია.
A ლიგა
A3 ჯგუფი
ინგლისი-უნგრეთი 0:4
გოლები: 0:1 შალაი (16 0, 0:2 შალაი (70 ), 0:3 ნადი (80), 0:4 გაზდაგი (89)
ინგლისი: რემსდეილი, უოკერი, სტოუნზი, გუეი. ჯეიმსი, ფილიპსი, გალაჰერი (56. მაუნტი), ბელინგემი (68. ფოდენი), კეინი, ბოუენი (46. სტერლინგი), საკა (85. მაგუაირი).
გერმანია-იტალია 5:2
გოლები: 1:0 კიმიხი (10), 2:0 გიუნდოგანი (45-პენ), 3:0 მიულერი (51), 4:0 ვერნერი (68), 5:0 ვერნერი (69), 5:1 ნიონტო (78), 5:2 ბასტონი (90)
გერმანია: ნოიერი – კლოსტერანი, რიუდიგერი, ზიულე (87. ტა), რაუმი, გიუნდოგანი (88. შტახი), ჰოფმანი (64. გნაბრი), კიმიხი, მიულერი (75. მუსიალა), ვერნერი (75. ნმეჩა), სანე.
იტალია: დონარუმა, კალაბრია, მანჩინი (78. სკამაკა), ბასტონი, სპინაცოლა (65. დიმარკო), კრისტანტე, ბარელა, ფრატეზი (46. კაპრარი), პოლიტანო (44. ლუიშ ფელიპე), რასპადორი (46. სკალვინი), ნიონტო.
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. უნგრეთი | 4 | 2 | 1 | 1 | 7:3 | 7 |
| 2. გერმანია | 4 | 1 | 3 | 0 | 8:5 | 6 |
| 3. იტალია | 4 | 1 | 2 | 1 | 5:7 | 5 |
| 4. ინგლისი | 4 | 0 | 2 | 2 | 1:2 | 2 |