უნგრეთის თავდაცვის მინისტრი - საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვით ალიანსში გაწევრიანება, უნგრეთი ამას მხარს უჭერს და მოუთმენლად ელოდება  
უნგრეთის თავდაცვის მინისტრი - საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვით ალიანსში გაწევრიანება, უნგრეთი ამას მხარს უჭერს და მოუთმენლად ელოდება  

უნგრეთის თავდაცვის მინისტრის, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

როგორც უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგასთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ პირველ არხს განუცხადა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვით ალიანსში გაწევრიანება.

„ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცი და მხარს ვუჭერ თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველო ძალიან ლამაზი და უძველესი კულტურის ქვეყანაა, რომელიც ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. მის თავდაცვით ინტერესებშია, რომ განეკუთვნებოდეს დასავლური სამყაროს უდიდეს თავდაცვით ალინსს. უნგრეთი ამას მხარს უჭერს და მოუთმენლად ელოდება“, – განაცხადა მინისტრმა.