უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო საქართველოს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო საქართველოს ეწვევა.
„ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
უნგრელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო უწყებაში უმასპინძლებს.