უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
Budapest, 2024. február 26. Sulyok Tamás megválasztott köztársasági elnök esküt tesz az Országgyûlés plenáris ülésén 2024. február 26-án. A kormányzó Fidesz-KDNP államfõjelöltjét az Országgyûlés 134 igen szavazattal választotta meg Magyarország rendszerváltás utáni hetedik köztársasági elnökévé. MTI/Máthé Zoltán
უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისალოც წერილში ტომაშ შუიოკი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნგრეთის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, გამოვხატო პატივისცემა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
უნგრეთი კვლავაც მზადაა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობისთვის, ურთიერთხელსაყრელი განვითარებისა და ახალი მიმართულებების გაფართოებისთვის. გარწმუნებთ, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.
ნება მომეცით, კვლავ დაგიდასტუროთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა“, – ნათქვამია შუიოკის მისალოც წერილში.