უნგრეთის პრემიერმა მინსკში პირველი ვიზიტის დროს ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა მოითხოვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მინსკში პირველი ვიზიტის დროს ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა მოითხოვა.
როგორც უნგრეთის მთავრობის მეთაურის, ვიქტორ ორბანის პრესსამსახური იუწყება, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასაც.
„ბელარუსი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფო და პარტნიორობა სანქციებს ვერ დაეფუძნება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრაზე ასევე გაირკვა, რომ უახლოეს ხანში ავიაკომპანია „ვიზეარი“ მინსკი-ბუდაპეშტის რეისების შესრულებას დაიწყებს.
მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას დაუჭირა მხარი.