უნგრეთის პრემიერი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიცავდეს ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას
უნგრეთის პრემიერი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიცავდეს ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიცავდეს ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას, – ამის შესახებ აღნიშნულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

„ვგმობთ რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმას და ვგმობთ ომს, თუმცა არ დავუშვებთ, რომ უნგრულ ოჯახებს ამ ომის საფასური გადაახდევინონ. სანქციები არ უნდა გავრცელდეს ნავთობისა და გაზის სფეროებზე“, – აცხადებს ორბანი.

ორბანის თქმით, რუსეთის ენერგოსექტორზე სანქციების გაფართოება იქნება არაპროპორციულად დიდი ტვირთი უნგრეთისთვის.

როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთში იმპორტირებული ნავთობისა და გაზის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან მიდის, უნგრეთში ოჯახების 90 პროცენტი ბუნებრივი აირით თბება. ორბანის თქმით, უნგრეთის ეკონომიკა უბრალოდ არ იფუნქციონირებს რუსული ნავთობისა და გაზის გარეშე.